გორის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
გორის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომა მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ნაცმოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ბიუჯეტი არ არის გორის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ახალი ბიუჯეტი 21 ხმით დაამტკიცეს, კენჭისყრაში 23 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. ახალ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს პარტია „საქართველოს“ წევრებმა.

მომდევნო წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით განისაზღვრა და წინა წლის ბიუჯეტს 13 500 მილიონით აღემატება.