გორის, საჩხერისა და ახალგორის ოკუპირებული სოფლების აბონენტების ელექტროენერგიის დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება
გორის, საჩხერისა და ახალგორის ოკუპირებული სოფლების აბონენტების ელექტროენერგიის დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

მთავრობის განკარგულებით, თანხების გამოყოფა ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, შესაბამისი ანგარიში კი სახელმწიფოს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარუდგინა.

საუბარია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე.

თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან, „მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში მოხდება.