ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერების და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგო ხოჯევანიშვილის და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ.
„ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი“, – აღნიშნა რწმუნებულმა.
ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფექცია უკვე ჩატარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.