მკვლელობა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც მოკლულის ახლობლები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.