გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითია.
კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
ეს მედდის კონტაქტებიანად ინფიცირების მეექვსე შემთხვევაა.
სულ შიდა ქართლში კორონავირუსით ცხრა ადამიანია ინფიცირებული.
ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 23 ნიმუში გაიგზავნა, თუმცა სრულად პასუხები ჯერ არ არის ცნობილი.