გორის მუნიციპალიტეტში 23 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტში 23 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.

ტესტირება იმ პირების კონტაქტებს ჩაუტარდათ, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედო.

თვითიზოლაციის რეკომენდაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს მიეცა.

ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.