გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა [ფოტო]
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში რამდენიმე დღეა, სტიქიას ებრძვიან. მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად, წყალი დასახლებულ ნაწილში შევიდა. დატბორილია 40-მდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები.
აღნიშნული დასახლება მდინარე მტკვრის სიახლოვესაა და ეს პრობლემა მოსახლეობას წლებია, ყოველ გაზაფხულზე ექმნება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ მერიამ 500-მეტრდე სანაპირო ზოლი გაამაგრა, თუმცა პრობლემა კვლავ დარჩა.
მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაწმენდას და ახალი არხების გაკეთებას ითხოვს.