გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავისა და კარბის საჯარო სკოლები.
„დისტანციურ რეჟიმზე რჩება ასევე გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება „კოვიდის“ დადასტურებულ შემთხვევებს. ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები და სკოლები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა ნორმას. ვცდილობთ, მოსწავლეთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ რისკი“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 208 ადამიანი, მათ შორის 98 პაციენტი ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციაში იმყოფება 913 პირი.