გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 12 პირის ნიმუში გაიგზავნა
გორის მუნიციპალიტეტიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 12 ადამიანის ნიმუში გადაიგზავნა.
საორგანიზაციო-საკოორდინაციო შტაბის წევრის, თამარ მელიქიას განცხადებით, აქედან ხუთი სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ინფიცირებულთა კონტაქტია, შვიდი კი იმ პირთა ნიმუშებია, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.
სოფელ თერგვისსა და ფლავში თერმოსკრინინგი 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.
თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 105 ადამიანს.
შეგახსენებთ, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში „კოვიდ-19“ 59 წლის ქალს დაუდასტურდა.