გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა
გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 23 ნიმუში გაიგზავნა.
მოქალაქეები, ვისაც სინჯები აუღეს, იმ პირების კონტაქტები არიან, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ.
თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს.
„ამ დროისთვის ინფიცირებული ოთხი პირის გარშემო 80-მდე ადამიანია იზოლაციაში გადაყვანილი. აღებულია დამატებით 23 ნიმუში. მათ პასუხებს დაველოდებით და პასუხების მიხედვით გაკეთდება ანალიზი, რამდენად ფართოა კონტაქტების წრე და რა რისკი შეიძლება გამოიკვეთოს. ამ რისკების მიხედვით იმსჯელებს ადგილობრივი შტაბი და მიაწვდის რეკომენდაციას ცენტრალურ საკოორდინაციო შტაბს, რის შემდეგაც ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.