გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი - ჩემი მოადგილეები გავათავისუფლე, რადგან დაკავებული იყვნენ გარკვეული პირის რეკლამირებით
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი - ჩემი მოადგილეები გავათავისუფლე, რადგან დაკავებული იყვნენ გარკვეული პირის რეკლამირებით

გორის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი მოადგილეების თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მოადგილეები მან განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

გათავისუფლების მიზეზად გორის მერი ყოფილი მოადგილეების მხრიდან გიორგი გახარიას გუნდის მხარდაჭერას ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი საქმის კეთების ნაცვლად გახარიას რეკლამირებას ეწეოდნენ.

„მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი ბრძანების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამდებობიდან. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარკვეული პირის რეკლამირებით და თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, დაეჭირათ მისთვის მხარი და მის მხარეს გადასულიყვნენ. მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა მიგვეხედა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხალხისთვის. ისინი კი იყვნენ დაკავებული სხვა საქმით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ ასეთი პირები არ უნდა იყვნენ ასეთ მაღალ თანამდებობებზე. ისინი ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. რაც შეეხება რაღაც სიებს, არავითარი სიები არ არსებობს. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ. ჩემი ბრძანების საფუძველზე შემიძლია მხოლოდ მოადგილეების გაშვება. დანარჩენი თანამშრომლების გაშვება მე არ შემიძლია, მათ იცავს კანონი“, – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.