საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ თურქულ შეკრებაზე ორი ჰოლანდიელი შეუერთდა – ინფორმაციას კლუბის არაოფიციალური, გულშემატრკივართა კლუბი ავრცელებს.
FC Dila Gori Unofficial-ის ცნობით, ჰოლანდიელებიდან ერთ-ერთი ნიდალ ჰამოუი არის: 20 წლის მარჯვენა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა როტერდამის „სპარტას“ 19-წლამდელთ გუნდში დაიწყო, ბოლოს კი წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელი ჰოლანდიურ „როდას“ მეორე გუნდში გამოდიოდა. ამჟამად, ნიდალ ჰამოუი თავისუფალი აგენტია.
მეორე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი თურქეთიდანაა, სეზგინ კარაკოინი – მაგრამ საერთაშორისო ცნობარებში მასზე მცირე ინფორმაცია მოიპოვება.