გორის დასვენების პარკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაკეტილი იყო, 9 მაისს გაიხსნება.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნამდე, ახალბაღის მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა პარკში არსებული სავარჯიშო სივრცე, სკამები, ნაგვის ურნები.
პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
გორის დასვენების პარკი 26 მარტიდან დაკეტილი იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.