გორის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტის პასუხი უარყოფითია
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში მუშაობა დაიწყო ე.წ. ცხელების ცენტრებმა. ორი ასეთი ცენტრი ხაშურსა და გორში „გორმედის“ კლინიკებშია განთავსებული და მას 12 პირის მიღება შეუძლია.
გორის ცხელების ცენტრში აცხადებენ, რომ მათთან 10 პირი იყო გადაყვანილი. ერთ პირს ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითია.
„ცენტრს მომართა ათმა პაციენტმა. აქედან ერთზე გაკეთდა ანალიზი და პასუხი არის უარყოფითი. ხაშურის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის ერთი პაციენტი არის ექიმების დაკვირვების ქვეშ. ქოლცენტრმა განახორციელა 14 ზარი. ყველა პაციენტი ბინაზე იქნა დატოვებული და მათთან ექიმები გააგრძელებენ მუშაობას. ოჯახის ექიმების სისტემა, რომელიც ჩართულია ქოლცენტრში, გადასულია ინტერაქტივში და მაქსიმალურად ცდილობს, პაციენტები შეაკავოს ბინაზე, თუ არ არის სიმპტომი.
გუშინ ამოქმედდა საინტერესო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის ექიმს, რომ კითხვები ზუსტად დასვას. იცით, რომ პროტოკოლი შეიცვალა და კრიტერიუმების შეცვლით გაფართოვდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელზეც შეიძლება იყოს მიტანილი ეჭვი კორონავირუსზე.
ყველა ნაბიჯი იდგმება მკაცრად პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა ქსელის, „გორმედის“ გენერალურმა დირექტორმაუ ვასილ ჭეიშვილმა.