გორის აგრარულ ბაზარში უსაფრთხოების მიზნით სპეციალური წესები მოქმედებს
შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა გორში განახლებული აგრარული ბაზარი მოინახულეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
სავაჭრო დაწესებულება სრული დატვირთვით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებელთა ნაკადის დაცვას უზრუნველყოფს, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, ინტენსიურად ხორციელდება სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია, მყიდველები და მოვაჭრეები კი, ტერიტორიაზე პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.