გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი დები რუსთავში, ფეისბუქ-მეგობართან იპოვეს
გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი დები პოლიციამ რუსთავში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც აღმოჩნდა, ისინი რუსთავში ფეისბუქ-მეგობართან იმყოფებოდნენ.
მათ მომხდართან დაკავშირებით გორის პოლიციის სამმართველოში დაკითხავენ.
დებს 9 დღე ეძებდნენ.
16 წლის მარიამ მეგრელიშვილი 12 აპრილს დასთან, ანა მეგრელიშვილთან ერთად სკოლაში წავიდა. მას შემდეგ დები სახლში აღარ დაბრუნებულან და არც სკოლაში მისულან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აწარმოებს. მიმდინარეობდა ინტესნიური სამძებრო სამუშაოები. ოჯახმა მათი საკონტაქტო ნომრები და გაუჩინარებული დების ფოტოებიც გაავრცელა.