მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე და უელსის ნაკრების წევრი ჯოშ ნავიდი მაისურებს ცვლიან. ავტორი წერს, რომ საქართველოსა უელსს შორის მატჩის დასრულების შემდეგ, მედია ზონაში ბორჯღალოსანთა 8 ნომერი მოთმინებით ელოდა მოწინააღმდეგე ნაკრების 8 ნომერს, რომელიც ჟურნალისტებს ხვდებოდა.
მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორგაძემ და ჯოშ ნავიდიმ მაისურები გაცვალეს და ეს ორივე მორაგბისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. ავტორი დასძენს, რომ აღნიშნული ფოტო არის დასტური იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებსაც ჰყავთ საკუთარი გმირები.