გონიო-სარფის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია
გონიო-სარფის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

გონიო-სარფის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ პარალიზებულია. მიზეზი სარფის ტერიტორიაზე ჩამოშლილი ლოდები გახდა, რომელმაც იქვე მდგარი სატვირთო ავტომობილი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციას გზა უსაფრთხოების მიზნით აქვს გადაკეტილი.

შემთხვევის ადგილიდან ორივე მხარეს რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.