გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც სოფელ შემოქმედის მკვიდრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, საძიებო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მესამე დღეა, არ ჩანს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართულია გურიის სამმართველოს 10 წევრიანი ჯგუფი, რომელსაც იმერეთის სამმართველოს ჯგუფი დრონებით ეხმარება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.