გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფალია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებდა. აღნიშნული გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.