გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ24-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამავე გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.