გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.