გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.