გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შეზღუდვა რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ66-კმ107 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.