გომბორის უღელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა [ვიდეო]

გომბორის უღელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა.

ავტობუსში ბელარუსის 27 მოქალაქე იმყოფებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ბელარუსი ტურისტები კახეთის დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.