გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა
გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო, უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული.

„ამჟამად გზა თავისუფალია, სავალ ნაწილზე ხევებისა და ქვა-ღორღის ჩამოტანა არ მომხდარა“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოს შეიზღუდა.