გომბორის უღელტეხილზე ინტენსიური თოვის გამო, გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდა
გომბორის უღელტეხილზე ინტენსიური თოვის გამო, გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს, რის გამოც გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდა.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ ამ წუთებში ინტენსიურად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია. აიკრძალა დაბალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გადაადგილება. რაც შეეხება თელავი-ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო მაგისტრალს, ამ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შუამთის მონაკვეთზე საპატრულო პოლიცია არეგულირებს.