გომბორის საგუშაგოსთან „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ნახევრად სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უცნობია, რამ გამოიწვია ავტომანქანის აალება.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო ჯგუფები, მაშველებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარის გამო, გომბორის გზაზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.