გოლისთვის მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა - „რუბინი“ კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა
ყაზანის „რუბინის“ ოფიციალური გვერდი გუნდის ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გაუტანა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ხვიჩას კიდევ ერთი საოცარი გარღვევა. საამისოდ მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა! ჩვენი გუნდის ფეხბურთელი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, უკვე 74-ე წუთზე კი ხვიჩამ ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა. მატჩში 1:1 დასრულდა“, – წერს ყაზანური კლუბის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ ორჯერ, აგვისტოსა და სექტემბერში ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.