გოლფში ბრიტანეთის ღია პირველობა ირლანდიელმა მოიგო
გოლფში ბრიტანეთის ღია პირველობა ირლანდიელმა მოიგო

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ პორტრაშში დასრულდა ბრიტანეთის ღიას (British Open) 148-ე გათამაშება. ეს ტურნირის ერთ-ერთია სეზონის ოთხი „მეიჯორიდან“.

ჩემპიონი გახდა ირლანდიელი შეინ ლაური, რომელმაც პირველად გაიმარჯვა მსგავსი დონის ტურნირზე. სამი რაუნდის შემდეგ, მას ოთხდარტყმიანი უპირატესობა ჰქონდა, საბოლოოდ, მაგრამ უახლოეს მდევარს ექვსი დარტყმით აჯობა.

ლაურიმ მეხუთე ტიტული მოიპოვა პროფესიულ ტურში და მეორე ამ სეზონზე: იანვარში საუკეთესო იყო აბუ-დაბიში.

ბრიტანეთის ღია პირველობის ტოპ-სამეული:

1. შეინ ლაური (ირლანდია) – „-15“ (67-67-63-72)

2. ტომი ფლიტვუდი (ინგლისი) – „-9“ (68-67-66-74)

3. ტონი ფინაუ (აშშ) – „-7“ (68-70-68-71)