1973 წლის შემდეგ პირველად, „ნიუ იორკ ნიქსი“ NBA-ს ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ს 2025/2026 წლის სეზონის გამარჯვებული „ნიუ იორკ ნიქსი“ გახდა. ნიუიორკელებმა ფინალური სერია „სან ანტონიოს“ 4:1 მოუგეს.
სერიის მეხუთე მატჩი ტეხასში, „სან ანტონიოს“ დარბაზში ჩატარდა და სტუმრების გამარჯვებით, 94:90 დასრულდა.
„ნიუ იორკის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო, მან მატჩი 45 ქულით დაასრულა. ბრანსონი ფინალური სერიის „უძვირფასესი მოთამაშეც“ (MVP) გახდა – საშუალოდ ის 26.0 ქულას, 6.8 შედეგიან გადაცემას და 3.3 მოხსნას აგროვებდა.

შედეგად, „ნიუ იორკმა“ ტიტული 1973 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა – NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი უკვე სამგზის ჩემპიონია (1970, 1973, 2026).