მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მასპინძელმა კანადამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გრძელდება. B ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა, კანადამ თავისი მატჩი ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და გუნდებმა აქტივში ქულა ჩაიწერეს.

ანგარიში ევროპულმა ნაკრებმა პირველ ტაიმში გახსნა – ბოსნია-ჰერცეგოვინა 21-ე წუთზე იოვო ლუკიჩმა დააწინაურა. წონასწორობა 78-ე წუთზე მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა კაილ ლარინმა აღადგინა.

ამავე ჯგუფში ითამაშებენ შვეიცარიისა და კატარის ნაკრებები – მათი მატჩი 13 ივნისს სანტა კლარაშია დაგეგმილი.