სტივენ ჯერარდმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები იწინასწარმეტყველა #1TVSPORT
სტივენ ჯერარდმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები იწინასწარმეტყველა #1TVSPORT

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა რამდენიმე პროგნოზი გააკეთა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. მან დაასახელა ინდივიდუალური ჯილდოების პოტენციური მფლობელები, ასევე გამოჰყო არგენტინა და საფრანგეთი, როგორც ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები.

– ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი?

– ხულიან ალვარესი.

– საუკეთესო მეკარე?

– ემილიანო მარტინესი.

– საუკეთესო მოთამაშე?

– ვფიქრობ, ისევ მესი.

– საუკეთესო ახალგაზრდა მითამაშე?

– იამალი.

– ვინ გახდება ტურნირის აღმოჩენა?

– ვინმე სამხრეთამერიკული გუნდებიდან, მაგალითად, ურუგვაიდან.

– ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?

– საფრანგეთი ან არგენტინა. თუ მაიძულებთ მათ შორის არჩევანის გაკეთებას, საფრანგეთს ავირჩევ.

– ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“?

– იმედია, ჰარი კეინი.