მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შოტლანდიამ მინიმალურად მოუგო ჰაიტის და C ჯგუფის ლიდერი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შოტლანდიამ მინიმალურად მოუგო ჰაიტის და C ჯგუფის ლიდერი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიისა და მაროკოს მატჩის შემდეგ, C ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შოტლანდიამ მინიმალური სხვაობით მოუგო ჰაიტის. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა, როცა ჰაიტის მეკარემ მოიგერია ბურთი პირდაპირ ჯონ მაკგინზე და „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა საჯარიმოს ფარგლებში ზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდში მას რიკოშეტი დაეხმარა.

დარჩენილ დროში ჰაიტიმ ვერ შეძლო გათანაბრება, ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ C ჯგუფში შოტლანდია დაწინაურდა 3 ქულით. ბრიტანელებისთვის ეს იყო პირველი მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო 36 წელიწადში!

მეორე ტურში 20 ივნისს შოტლანდია მაროკოს შეხვდება (02:00), ბრაზილია – ჰაიტის (05:00).