„ამბასადორ კაჭრეთი Golf Resort“-მა საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის მთავარ ტურნირს, „ასკანელის თასი 2022“-ს უმასპინძლა.
ტურნირი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება, პირველივე შეჯიბრებიდან იქცა როგორც გოლფის მოთამაშეების, ასევე მრავალრიცხოვანი პარტნიორი ორგანიზაციების საყვარელ მოვლენად. ორი დღის განმავლობაში საუკეთესო ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა გამარჯვებულები ათამდე კატეგორიაში გამოავლინეს.
ჯილდოები დაიმსახურეს: სოფო კლიფორდმა, სოფო ტატიშვილი – გრიმლიმ, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ, მაკა გოცირიძე-პოუპმა, ხოლო საერთო ჩათვლაში პირველი ადგილები თამარ გერვეისს და ჯეიკ შუმახერს ერგოთ.
როგორც ნომინანტები, ასევე ყველა მონაწილე, ტურნირის შვიდივე პარტნიორის, მათ შორის, კომპანია „ასკანელის“ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ ბოქოლიშვილის მიერ დაანონსდა პროგრამა Golf 4Business Global, რომელიც სამოყვარულო გოლფის სამყაროში უნიკალური მოვლენა გახდება და 2023 წელს გაიმართება.