გოლდენ სტეიტმა საკუთარ დარბაზში მაიამი დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. მოქმედმა ჩემპიონებმა, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ მაიამი „ჰიტი“ დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხეს.
ზაზა ფაჩულია ძირითად ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა 10 წუთში: 4 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა. სტუმრებმა ფავორიტს, წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 15 წუთში გაუწიეს. მეორე მეოთხედის ბოლოდან მოყოლებული, გოლდენ სტეიტმა შანსი აღარ დაუტოვა მეტოქეს და რამდენიმე გაქცევა გააკეთა.
საუკეთესო „უორიორზში“ კევინ დიურანტი იყო. გუნდის ერთერთმა ლიდერმა, 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დრეიმონდ გრინს ორმაგ დუბლამდე, ერთი მოხსნა დააკლდა. მძიმე ფორვარდის ანგარიშზე, 18 ქულა და 9 მოხსნაა.
მაიამელთა შორის, საუკეთესო შედეგი ჯეიმს ჯონსონს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულა, 9 მოხსნა და 6 ზუსტი პასი მოიპოვა. სლოვენიელი, გორან დრაგიჩის მონაგარმა, 19 ქულა შეადგინა.
გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ 11 ტური შემდეგ, 8 მოგება და 3 მარცხი აქვს. ოკლენდელები, ამ მაჩვენებლით, დასავლეთ კონფერენციას, ჰიუსტონ „როკეტსთან“ ერთად ლიდერობენ. სტივ კერის გუნდის მომდევნო მეტოქე, მინესოტა „ტიმბერვულფსი“ იქნება.