თბილისში, გოგოლის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები აცხადებენ, დროებით საკუთარ ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გადავლენ.
ადგილზე იმყოფებოდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძე. მისი განცხადებით, დაზიანებულ სახლს სარებილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.