მარტში ზრდა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებში, კლება კი, მშენებლობისა და სამთო მოპოვების დარგებში დაფიქსირდა
მარტში ზრდა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებში, კლება კი, მშენებლობისა და სამთო მოპოვების დარგებში დაფიქსირდა

მიმდინარე წლის მარტში ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სხვა დარგებში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომელმაც მარტში ეკონომიკუზი ზრდის წინასწარი შეფასება წარადგინა.

ამასთან, მისი თქმით, კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთო მოპოვების დარგებში.

როგორც თოდრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტი იყო.

„წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2019 წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტია. მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: უძრავი ქონებით ოპერაციები და მომხმარებისთვის მომსახურების გაწევა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ასევე კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა. კლების ტენდენცია შეინიშნება მშენებლობის, ასევე სამთო მოპოვების სექტორში“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამასთან, როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, საქონლის ექსპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 12.8 პროცენტით გაიზარდა და 826 მილიონი დოლარი შედაგინა. იმპორტის მაჩვენებლი ამ პერიოდში შემცირებულია 4.7 პროცენტით და თითქმის, 2 მილიარდი დოლარია.

„2019 წლის მარტში დარეგისტრიდა 4 620 ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტით არის შემცირებული“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.