გოგი წულაიამ ქუთაისში ორმოები ამოავსო - „ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს“
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ორმოები ამოავსო.
წულაიას თქმით, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, აღნიშნული პრობლემა მოქალაქეებმა უნდა მოაგვარონ.
„ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ იძულებული ვართ, ჩვენი საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ საქმე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
მან სიმბოლურად ბეტონით ამოავსო ორმოები, რომელიც გზის სავალ ნაწილზე იყო და ავტომობილების გადაადგილებას აფერხებდა.