გოგი წულაია - ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობას“, ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის-მეთქი
ქვეყანაში სამოქალაქო ომია, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ განაცხადა.
წულაიას თქმით, საქართველოს ახალ ტრაგედიას უმზადებენ და ქვეყანას საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ.
„ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო, – ასეთი ბრძნული გამოთქმა არსებობს. მე თავის დროზე ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათ არ გაითვალისწინეს. შედეგს კი იმკიან დღეს და ეს შედეგი არის კვერცხი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას – მართეთ ქვეყანა და ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. კვერცხის ფული თუ გაქვთ, დაურიგეთ კვერცხი ხალხს და ცოცხის ფული თუ გაქვთ, დაურიგეთ ცოცხი დასუფთავების სამსახურს“, – განაცხადა წულაიამ.