პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში, მუხნარის ტყეში ხეების გაჩეხვას აპროტესტებს. გოგი წულაიამ ბრიფინგი ტყის იმ ნაწილში გამართა, სადაც ასწლოვანი ხეების ჭრა მიმდინარეობს.
წულაიას ინფორმაციით, ხეები ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მისასვლელი გზის გასაკეთებლად იჭრება. წულაია ფაქტს ვანდალურს უწოდებს.
„თემურ-ლენგი ჩეხავდა გზად საქართველოში, რომ ქართველ ერს ფეხი არ მოედგა და ემიგრაციაში წასულიყო. დარწმუნებული ვარ, ამის ჩამდენი არის თემურ-ლენგის პირდაპირი შთამომავალი. გზა არსებობს უკვე და ამის გაკეთება ბარბაროსობაა. მივმართავ ქუთაისელებს – როცა თქვენი შვილები გკითხავენ, სად წავიდა ტყეო, რა პასუხს გასცემთ?“ – განაცხადა წულაიამ.