გოგი წულაია აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ისრაელში არ შეუშვეს
გოგი წულაია აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ისრაელში არ შეუშვეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გოგი წულაია აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ისრაელში არ შეუშვეს.

წულაია ამბობს, რომ ისრაელში ტურისტული მიზნით მიემგზავრებოდა, თუმცა ქვეყანაში არ შეუშვეს, ოთახში ჩაკეტეს და ყურადღებას არ აქცევდნენ.

მისივე განცხადებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც საზღვარზე არ უშვებენ, მსგავს პირობებში იმყოფებიან.

„მინდოდა ემიგრაციასთან შეხვედრა და მათგან ინფორმაციის მიღება, ჩემი თვალით ნახვა, ასევე ტურისტული მიზნით ვიყავი. ამ ხნის ვარ და იერუსალიმი არ მქონდა ნანახი. ვნახე ის, რაც არ უნდა მენახა და დავრწმუნდი, რა დღეში ვართ ქართველი ერი. როგორც კი თვალს დაგადგამენ ცუდად, რაც არ უნდა ამტკიცო და საბუთები წარადგინო, დაგიმთავრებენ იქ საუბარს. არავითარი მტკიცებულება არ ჭრის, გეუბნებიან, რომ იქ დარჩენა გინდა. როგორც კი უარს გეტყვიან, შეყავხარ პატარა ოთახში, სადაც არის ყველა, განსაკუთრებით უკრაინელები, ქართველები. მთელი საათობით ხარ ამ ოთახში“, – აღნიშნა მან.

გოგი წულაიას მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკითხით დაინტერესდეს და ელჩთან გაარკვიოს.

„მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს ისრაელის ელჩი და მოსთხოვოს კატეგორიულად, დაკავებულ მოქალაქეებს მოექცნენ ისე, როგორც დამნაშავეებს კი არ ექცევიან, არამედ ისე, როგორც ადამიანებს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.