გოგა ხაინდრავა - ტყუილია, რომ სპიკერი პრაისი, სენატორები შაჰინი, დურბინი და ევროკომისარი ბორელი იცნობდნენ „ხალხის ძალის“ მიერ ქართულ ენაზე ინიცირებულ კანონს
ტყუილია, რომ სპიკერი პრაისი, სენატორები შაჰინი, დურბინი და ევროკომისარი ბორელი იცნობდნენ „ხალხის ძალის“ მიერ ქართულ ენაზე ინიცირებულ კანონს, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.
გოგა ხაინდრავა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
„ხომ ტყუილია, რომ სპიკერი პრაისი, სენატორები შაჰინი, დურბინი და ევროკომისარი ბორელი იცნობდნენ „ხალხის ძალის“ მიერ ქართულ ენაზე ინიცირებულ კანონს. ან ამერიკულს კანონს ან რომელიმე ევროპულს ან და რუსულს. „რიგითი აგენტების გადასარჩენად“ მიღებულ დირექტივას ასრულებენ. შინ ევროპისკენ“, – წერს გოგა ხაინდრავა.