გოგა ხაინდრავა - თუ ეკა გიგაური არ მონაწილეობდა სისხლის სამართლებრივ საქმეში, სულაც არ ნიშნავს არათანამონაწილეობას, ნაცისტებიც ასე ასრულებდნენ ებრაელების გაჟლეტვის ბრძანებას
მე არ ვითხოვ ეკა გიგაურის სამართლებრივ გასამართლებას, მე მორალური კრიტერიუმი დავაყენე და ვთქვი, რომ ადამიანებს, ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დარჩნენ იმ ხელისუფლებასთან, მორალურად არ აქვთ უფლება, დაიცვან ადამიანების უფლებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ განაცხადა.
როგორ ხაინდრავამ აღნიშნა, ეკა გიგაურს სასაზღვრო პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბადრი ბიწაძემ დაავალა იმ თანამშრომლების დაჯილდოება პრემიებით, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებში მონაწილეობდნენ.
„7 ნოემბერი მაშინდელი ხელისუფლების მიერ იყო აღნიშნული, როგორც ძალიან წარმატებული ოპერაცია. გამოდიოდნენ დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობდნენ, რომ მათ საქართველოს ააცილეს უბედურება. ამის გამო, სისხლის სამართლებრივი საქმეც არის აღძრული, თუმცა ის, რომ ბადრი ბიწაძის მაშინდელი მოადგილე ეკა გიგაური არ მონაწილეობდა სისხლის სამართლებრივ საქმეში, სულაც არ ნიშნავს არათანამონაწილეობას საქმეში. თანამონაწილეობა არ ნიშნავს იმ მომენტში და იმ ადგილზე ყოფნას. არის ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალს და იმ წუთში შეიძლება, კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს. გერმანიაში ნაცისტები კანონს არ ეწინააღმდეგებოდნენ, ებრალებს რომ ჟლეტდნენ და წვავდნენ. ისინი ასრულებდნენ იმ ბრძანებებს, რომლებიც მიდიოდა მათთან, მაგრამ ამავდროულად, მორალს ეწინააღმდეგბოდნენ და ეს არის მორალის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ვანო მერაბიშვილმა გადაისროლა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში, მე ეს კარგად ვიცი, რადგან პირველ ეტაპზე იმ ხელისუფლების წევრი ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ, მალე მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავასთან დაკავშირებით მორიგი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. პროცესი ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება.