გოგა ხაინდრავა სენატორ ჯინ შაჰინს მიმართავს - უკეთესი იქნებოდა, მიგეხედათ, აშშ საით მიდის და პრეზიდენტი - საით
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.
„აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. აშშ საით მიდის და პრეზიდენტი – საით, რომ მიგეხედათ, უკეთესი იქნებოდა, მისს შახინ. მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ, ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“, – წერს გოგა ხაინდრავა.