გოგა ხაინდრავა - სამარცხვინოა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ დაპატიჟა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საღამოს „ფართიზე“ და მერე უარი უთხრა, ასეთ რამეებს ღირსეული სახელმწიფოები არ აკეთებენ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება.
ხაინდრავას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორის ეს ქმედება სამარცხვინო ნაბიჯია.
„სამარცხვინო ნაბიჯის მოწმენი ვიყავით ორი დღის წინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ დაპატიჟა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საღამოს „ფართიზე“ და მერე უარი უთხრა. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი მსოფლიოში, ჩემის აზრით. თანამედროვე მსოფლიოში ასეთ რამეებს ღირსეული სახელმწიფოები და ღირსეული პოლიტიკოსები არ აკეთებენ.
მარტივი კითხვა იბადება, ორ დღეში რა უკუსვლა იყო ასეთი, იქნებ გვითხრან, საქართველოში დემოკრატიის, რამაც განაპირობა უარის თქმა ირაკლი კობახიძის, როგორც პრემიერ-მინისტრის მიღებაზე, მე რაღაც არ გამიგია, რომ საქართველოში რამე უკუსვლას ჰქონოდა ადგილი. უკუსვლა სადაც არის, ვხედავთ. გაიხედონ გარშემო და ნახავენ უკუსვლას. უკუსვლა არის, ტრამპს რომ ორჯერ ესვრიან და დემოკრატიაზე რომ გაქვს პრეტენზია“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.