გოგა ხაინდრავა - რომელი ქვეყნის მთავარსარდალი აკადრებს საკუთარ ქვეყანასა და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„უსმენ საქართველოს პრეზიდენტს, უყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას. კითხვა მიჩნდება, აქ წარმოდგენილი რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ასეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყნას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე!“, – წერს გოგა ხაინდრავა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური და დაბალანსებული პოზიცია“.