გოგა ხაინდრავა - ბოკერია, ხოშტარია, უგულავა, ბაქრაძე მხარს უჭერდნენ ჩეკისტ ვაშაძეს და ისიც ავიწყდებათ, რომ ფანჩატურში უზით ნინო ბურჯანაძე, რომელიც ინაშვილისგან განსხვავებით, საოკუპაციო ჯარის „პარადს“ იღებდა
რეჟისორი გოგა ხაინდრავა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის, დაფინანსების საკითხზე ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებსა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას მიერ გამოძიების მოთხოვნას ეხმაურება.
ხაინდრავას შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტი დიდი შეცდომა იყო და მას არანაირი სიკეთე არ მოუტანია. თუმცა, მისივე თქმით, არანაკლები შეცდომები აქვს დაშვებული სხვა პლიტიკურ ორგანიზაციებს. გოგა ხაინდრავას განმარტებით, საინტერესოა, ბოკერია, ხოშტარია, უგულავა და ბაქრაძე რატომ უჭერდნენ მხარს „ჩეკისტ ვაშაძეს“.
ამასთან, გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლაპარაკებისას შუაში უზით ნინო ბურჯანაძე და ავიწყდებათ, რომ განსხვავებით ირმა ინაშვილისგან, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა და ხატი ჩაიტანა, ბურჯანაძე პუტინთან ერთად მოსკოვში საოკუპაციო ჯარის „პარადს“ იღებდა.
„ჩემი აზრით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ არანაკლები შეცდომები აქვს დაშვებული სხვა პლიტიკურ ორგანიზაციებს და, საერთოდ, ჩემთვის ყველაზე სასაცილო და გასაკვირია, ვითომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლისგან, ლაკა ხოშტარიასგან, რომელიც საბჭოთა უშიშროების სამჭედლოშია გაზრდილი, თვითონ ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს, ერთ-ერთი დასაყრდენი იყო გრიგოლ ვაშაძის, რომელიც არის რუსეთის უშიშროების თანამშრომელი, იყო არის და იქნება, ისიც თავის დროზე კაკებეში გაიზარდა, შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მაშინ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა რუსეთის პასპორტი ედო ჯიბეში, მე მგონია, ახლაც უდევს. ამის მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებისთვის, ვგულისხმობ აი, ამ საზოგადოებას, პრესის, კითხვის ნიშნებს არ ბადებს არავისში, ამ ფსევდოტელევიზიებში.
რატომ ხდებოდა, რომ ბოკერია, ხოშტარია, უგულავა და ბაქრაძე მხარს უჭერდნენ ჩეკისტ ვაშაძეს და არც ის აინტერესებთ და კითხულობენ, რომ იმ ფანჩატურში, შუაში უზით ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განსხვავებით ირმა ინაშვილისგან, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა და ილორში ხატი ჩაიტანა, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, რადგან არანაირი სიკეთე ამას არ მოუტანია არც აფხზაური მხარისთვის და არც ქართულისთვის, რამდენადაც ვიცი, იმ ხატის უკან დაბრუნებას აპირებენ და საერთოდ, ასეთ ნაბიჯებს რომ დგამ, სერიოზულდ უნდა დაფიქრდე, რადგან მარტო არ ხარ და შენ უკან შენი სამშობლოა, ათი ათასობით დევნილია, რომელზეც უნდა იფიქრო, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ. ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა ამ ვიზიტს, თვითონ აფხაზური საზოგადოების შიგნით და, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფრთხილი უნდა ვიყოთ. მაგრამ, ამავე დროს, ავიწყდებათ ნინო ბურჯანაძე, რომელიც საოკუპაციო ჯარის პარადს ღებულობდა, პუტინთან ერთად მოსკოვში „პაკლონნაია გარაზე“, ყველანი ვიყავით ამის მომსწრე და რატომ არ აინტერესებს არავის.
ეს რატომ არ უნდა გახდეს გამოძიების საგანი, ამასთან დაკავშირებით რატომ არ უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, თუ რატომ იდგა ნინო ბურჯანაძე და ღებულობდა საოკუპციო ჯარის პარადს, ჯარის, რომელიც ყოველდღიურად აბამს მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიაზე და უამარავი ადამიანი ჰყავს გამწარებული. დღეს იმ იზოლატორებში, ამ საოკუპაციო ჯარის იზოლატორებში, სხედან საქართველოს მოქალაქეები, იტანჯებიან, რას აკეთებენ, კლავენ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.