გოგა გულორდავა - 26 მაისის აღნიშვნა დაგვიწუნეს, მინდა, ამ ადამიანებს შევახსენო, რომ 2011 წლის 26 მაისს ისინი საკუთარი მოქალაქეების სისხლში ჩახშობით შეხვდნენ და გვამები შემოალაგეს რუსთაველის მოედანზე
გოგა გულორდავა - 26 მაისის აღნიშვნა დაგვიწუნეს, მინდა, ამ ადამიანებს შევახსენო, რომ 2011 წლის 26 მაისს ისინი საკუთარი მოქალაქეების სისხლში ჩახშობით შეხვდნენ და გვამები შემოალაგეს რუსთაველის მოედანზე

ნაცვლად იმისა, რომ რაღაც საგნობრივი შეფასებები და კითხვები მოგვესმინა, ზოგმა 26 მაისის აღნიშვნა და ქალაქის მორთვაც კი დაგვიწუნა, მინდა, ამ ადამიანებს შევახსენო 2011 წლის 26 მაისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგა გულორდავამ განაცხადა.

როგორც გულორდავამ აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისს საკუთარი მოქალაქეების სისხლი ჩახშობით შეხვდნენ და გვამები შემოალაგეს რუსთაველზე.

„ნაცვლად იმისა, რომ რაღაც საგნობრივი შეფასებები და კითხვები მოგვესმინა, ზოგმა 26 მაისის აღნიშვნა და ქალაქის მორთვაც კი დაგვიწუნა, მინდა, ამ ადამიანებს შევახსენო 2011 წლის 26 მაისი, როცა საკუთარი მოქალაქეების სისხლი ჩახშობით შეხვდნენ და ასე აღნიშნეს, გვამები შემოალაგეს რუსთაველის მოედანზე. ზოგიერთმა მათგანმა ეს დღეები ვერ გაიხსენა ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ეს მათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს 26 მაისთან დაკავშირებით“, – განაცხადა გულორდავამ.