გოგა ბითაძის მესამე ორმაგი დუბლი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი „ინდიანა პეისერსი“, რომელიც „მეჯიქმა“ დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და NBA-ის მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა. მან მოედანზე 28 წუთი გაატარა, 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და სტატისტიკა თითო ჩაჭრა-პასითა და 2 დაფარებით გაიმდიდრა.

კვლავ გამორჩეული მატჩი ჰქონდა „ორლანდოს“ გერმანელ ფორვარდს, ფრანც ვაგნერს, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.

„მეჯიქს“ 7 მოგება, 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.